logo
ENG



"დებილი დედაკაცი" - მეუფე სტეფანემ დედა სოსანას შეურაცხყოფა მიაყენა, აუკრძალა ზიარება

30 მარ 202109:55
3 წუთის საკითხავი
 

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ დედა სოსანა მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გადააყენა და ზიარების უფლება ჩამოართვა.

ამის შესახებ დედა სოსანამ სხდომაზე გაიგო, რომელიც მიტროპოლიტმა სტეფანემ სპეციალურად ჩაატარა. 

სხდომაზე, რომელიც თავად ჭყონდიდის ეპარქიამ გაავრცელა, ეპისკოპოსმა მონაზონს შეურაცხყოფა მიაყენა. 

მეუფე სტეფანემ დედა სოსანას გათავისუფლების მიზეზად სატელევიზიო სივრცეში გავრცელებული არაზუსტი ინფორმაცია დაასახელა. 

ჩანაწერიდან ჩანს, რომ დედა სოსანა უარყოფს განყენებული მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას ​მისამართით გაკეთებულ ბრალდებას, რომ მას გერმანიაში შვილი ყავს.

"საპატრიარქოში სინოდის სახელზე დაწერე, შეიტანე და განიხილოს სინოდმა, თუ ის ჩათვლის საჭიროდ, რომ შენი განცხადება არის მისი განხილვისა. შენ რომ პატრიარქს არ იხსენიებ, შენ მოქმედებ არაკანონიკურად, დედაო, ეს ხომ ფაქტია?!

რას მელაპარაკები, არა გრცხვენია, შენ ვინ ხარ? დებილი დედაკაცი, დადგები და ამხელა მღვდელმთავრებზე ასეთ რამეებს ლაპარაკობ. მეუფე პეტრეს დაანებე თავი, დაგღუპა მაგან, შენს თავს მიხედე.

გადაგაყენე მონაზვნის წინამძღვრობიდანგადაგაყენე, დედაო, ზიარების უფლებას გიკრძალავ. დატოვე კრება და წინამძღვრობაც, მანქანა იქ დატოვე იმიტომ, რომ ის შენი არაა".- უთხრა მიტროპოლიტმა სტეფანემ დედა სოსანას.

ჭყონდიდის ეპარქიაში ვითარება რამდენიმე თვეა, დაძაბულია. 

მას შემდეგ, რაც პეტრე ცაავა ჭყონდიდის მიტროპოლიტობიდან განაყენეს, საპატრიარქომ ეპარქიის მმართველად ჯერ გრიგოლ კაცია დანიშნა, შემდეგ კი - სტეფანე კალაიჯიშვილი. 

მრევლის ნაწილი მათ ეწინააღმდეგება და ეპისკოპოსი პეტრეს მიერ გაკეთებული განცხადებების ნამდვილობის და მისი სიმართლის დადასტურებას ითხოვს. 

პეტრე ცაავა საპარტრიარქოს გიორგი მამალაძის საქმის გამო დაუპირისპირდა. მოგვიანებით კი, 2019 წლის 31 ოქტომბერს, მედიას მისი განყენების შესახებ წინასწარ აცნობა და მიზეზად მისი მხრიდან სინოდის სხდომაზე „საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება“ დაასახელა. 

2021 წლის მარტის დასაწყისში მიტროპოლიტმა სტეფანემ  პეტრე ცაავასთან დაახლოებულ 2 დიაკონს, კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება შეურჩერა. 

8 მარტს, მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში მედიის წარმომადგენლები მეორე სართულიდან, აივნიდან გადმოცვივდნენ და დაშავდნენ. ისინი იდგნენ იმ ოთახის კარებთან, სადაც სასულიერო პირები მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. 

ჟურნალისტები სწორედ ეპარქიის შიგნით დაპირისპირებას აშუქებდნენ. აივნიდან გადავარდნის შემდეგ რამდენიმე მათგანმა ფიზიკური დაზიანება მიიღო. 

მომხდარის შემდეგ მიტროპოლიტი სტეფანე დაშავებულების მდგომარეობით არ დაინტერესებულა. მედიის კითხვების პასუხად კი მან გალობა დაიწყო.


close დახურვა